1728312638
პრინცი ჰარი ამბობს, რომ დაიანას გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ერთხელ იტირა
პრინცი ჰარის თქმით, დედის, პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ერთხელ იტირა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც სასექსის ჰერცოგმა ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მასა და პრინც უილიამს ხალხთან შეხვედრისას ემოციების გამოხატვა არ შეეძლოთ.
„ხალხს ვხვდებოდით, ხელს ვართმევდით. მათი ხელები ცრემლებისგან სულ სველი იყო. უცხო ადამიანებიც კი განიცდიდნენ დაიანას გარდაცვალებას. ჩვენ კი, (მე და უილიამი) დაიანასთვის ყველაზე ახლო ადამიანები, ხალხში დავდიოდით და ემოციის გამოხატვა არ შეგვეძლო",- ამბობს პრინცი ჰარი.
მისივე თქმით, მან მხოლოდ ერთხელ, დაიანას დაკრძალვისას იტირა.