პრინცესა დაიანას უცნობი წერილი გასაჯაროვდა

დაიანა

ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება პრინცესა დაიანას წერილი, სადაც ჩანს თუ რატომ თქვა უარი ლედი დიმ ყოფილიყო ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი მოდური გამოცემის Vogue-ის მიწვეული რედაქტორი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ჯერ კიდევ 2019 წლამდე, სანამ მეგან მარკლს შესთავაზებდნენ მსგავს პოზიციას, პრინცესა დაიანა გახდა პირველი წარმომადგენელი სამეფო ოჯახიდან, რომელსაც შესთავაზეს ეს თანამდებობა. ალექსანდრა შულმანმა სოციალურ მედიაში გაავრცელა დაიანას წერილი, სადაც ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად დიდი სიმამაცისა, რაც მან მისი მოწვევის დროს გამოიჩინა, ყველასთვის უკეთესი იქნებოდა თუ ამ შემოთავაზებაზე უარს იტყოდა.

„დიდი მადლობა ამ წინადადებისთვის, შესანიშნავი იქნებოდა ვყოფილიყავი ბრიტანული Vogue-ის საშობაო გამოცემის მოწვეული რედაქტორი, მაგრამ არ ვიცი რამდენად შემიძლია თქვენი საქმისადმი პროფესიონალიზმის გამოვლენა. ვფიქრობ ყველასთვის კარგი იქნება, თუ უარს ვიტყვი. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ გამოიჩინეთ სიმამაცე და მიიღეთ გადაწყვეტილება მოგეწვიეთ”, – წერს წერილში პრინცესა დაიანა.