„პრაიმ ჰაუსი“ განცხადებას ავრცელებს

primhausi

,,პრაიმ ჰაუსი" სამი აუტსაიდერისთვის ხმის მიცემის წესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ხმის მიცემა შეწყდება შაბათის ლაივის დროს.

ხმის მიცემა შესაძლებელია სატელეფონო ზარების, სმს-ებისა და ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით.

მონაწილეებს მინიჭებული აქვთ მხარდამჭერი ნომერი, რომელიც გამოსახულია ფოტოზე.

მობილურით დარეკვისა და სმს-ის ღირებულება შეადგენს: 50 თეთრი.

ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი ქსელით. ზარებისა და სმს-ების დაფიქსირება შეგიძლიათ შეუზღუდავად.
ფეისბუქ მესენჯერში თქვენი ხმის დასაფიქსირებლად უნდა გახსნათ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე პირადი შეტყობინების ფანჯარა და დააჭიროთ #Getstarted.

თუ ერთხელ უკვე დაფიქსირებული გაქვთ ხმა, ყოველ შემდეგი ხმის მიცემის დაწყებისთვის მოგვწერეთ /start რის შემდეგაც შეძლებთ ხმის მიცემას.

შემდეგ კი ხმა მისცეთ თქვენს რჩეულ მონაწილეს.  ფეისბუქზე ხმის მიცემა შეგიძლიათ ყოველ 5 წუთში. თანაც შეგიძლიათ გადაანაწილოთ თქვენი ხმები სხვადასხვა მონაწილეზე, ან აირჩიოთ მხოლოდ 1 ფავორიტი.

ხალხის რჩეული გამოვლინდება შაბათის პირდაპირი ეთერის დროს!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

ანა კვლავ აუტსაიდერია - ნახეთ, ვინ იბრძოლებს მასთან ერთად „პრაიმ ჰაუსში“ დარჩენისთვის

„ჩემი თვალით ვუყურე წაქცეულ, მოტყუებულ, დამცირებულ თაიას... გისურვებთ, ზუსტად ის გამოიაროთ, რაც მან!“ - ბაგირა

„ბავშვები დედას კითხულობენ...“ - ვინ არიან ახმეტის ავარიისას დაღუპული რძალ-მული?