1732386875
„ჩემი თვალით ვუყურე წაქცეულ, მოტყუებულ, დამცირებულ თაიას... გისურვებთ, ზუსტად ის გამოიაროთ, რაც მან!“ - ბაგირა
ცნობილია, რომ „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილე, დეა ხიდაშელი, იგივე ბაგირა, თაია ჭიჭინაძის მეგობარია და მძიმე წუთებშიც მის გვერდით იყო. ახლაც, დეამ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თაიას კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას.
„მე ჩემი თვალით ვუყურე წაქცეულ თაიას, მოტყუებულს, დამცირებულს! დააპატარავეს იმის გამო, რომ ერთგული ცოლი, კარგი მეგობარი და კარგი ადამიანი იყო მათთვის! არც მაშინ გაუწირავს ის ადამიანები, მაშინ, როცა ყოველ დღე თვალებში აფურთხებდნენ და წიხლს აჭერდნენ.
ხალხო, რამდენი რამე მინდა მოგიყვეთ და მინდა, შემეძლოს დაგანახოთ ის, რასაც მე ვუყურებდი... ცოცხალს, მაგრამ „მკვდარ ქალს“. ერთადერთს ვიტყვი, მეტს არაფერს, გულწრფელად, მთელი გულით და სიმწრით მინდა ვთქვა: ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მიტოვებული, მიგდებული, და სასიკვდილოდ მიტოვებული ქალი კიდევ გაწირონ, გისურვებთ, რომ ზუსტად ის გამოიაროთ, რაც მან! ზუსტად ის იგრძნოთ, ისე გეწვოდეთ სული, როგორც მას! მჯერა, რომ ყველა გაბოროტებულ ადამიანს დაუბრუნდება საკადრისი პასუხი და დიახ, მემეტებით ასეთი მწარე პასუხისთვის! მიყვარხარ, თაი!“, - წერს დეა ხიდაშელი.
ასევე ნახეთ:
VIDEO: პირველი კონფლიქტი ანასა და ბზიკოს შორის - „პრაიმ ჰაუსი“ კადრებს აქვეყნებს
„დავიწყოთ, რადგან არ ისვენებთ!“ - სალომე უშხვანი დუმილს არღვევს