„ბავშვები დედას კითხულობენ...“ - ვინ არიან ახმეტის ავარიისას დაღუპული რძალ-მული?

რძალ-მული

ახმეტაში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა, ახმეტა-ალვანის დაკავშირებულ გზაზე მოხდა. ავტომობილი რომელშიც ერთი ოჯახის 6 წევრი იჯდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

ავარიას მძღოლის მეუღლე ნათია ჭიჭიაშვილი და მძღოლის და ნათია ფარეულიძე ემსხვერპლნენ.

„ამბობენ ავტომობილი გაუმართავი იყოო. საშინელება დატრიალდა, ბავშვები დედას კითხულობენ“, - ამბობს დაღუპული ოჯახის ახლობელი.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მძიმე ემოციური ფონი აქვთ“ - სასამართლოში 14 წლის გოგონას მკვლელობისთვის ბრალდებული კაცის მშობლები დაიბარეს

„დედამ ნიშნობა მხოლოდ ერთი პირობით დაუშვა...“ - მოკლული 14 წლის გოგოს დედის ადვოკატი

ოზურგეთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვა სცადეს