მძიმე ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1737143928
ამერიკელი რეპერი, Post Malone შობის ღამეს ჰიუსტონის ერთ-ერთ ბარში ატარებდა, რა დროსაც, მიმტანთან გამოლაპარაკების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მარტოხელა დედას შობის გატარება სახლიდან შორს, სამუშაო ადგილას მოუწია.
Music Mayhem-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რენე ბრაუნი შემთხვევას თავადვე იხსენებს და ამბობს: “შობის ღამეს სამსახურში სევდიანი მივედი, რადგან სახლში ჩემი 9 წლის გოგონა დავტოვე. მოულოდნელად ბარში ოსტინი [პოსტ მელოუნი] გვეწვია. ჩვენ შორის პატარა დიალოგი შედგა და გადაწყვიტა, შობა სასწაულების ნამდვილ ღამედ ექცია - მან tip-ის სახით 20 000 დოლარი მაჩუქა. ახლა აღარ მომიწევს ორ სამსახურში მუშაობა და ვეცდები, ჩემს შვილთან მეტი დრო გავატარო”.