კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
პიტ დევიდსონმა ყველა ტატუ მოიშორა, რომელიც კიმ კარდაშიანს უკავშირდებოდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კიმ კარდაშიანისა და პიტ დევიდსონის სასიყვარულო ურთიერთობამ, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც კიმის ყოფილი ქმარი, კანიე ვესტი, პიტის დამამცირებელ პოსტებს ხშირად აქვეყნებდა ინტერნეტში.
მოგვიანებით გაირკვა, რომ პიტისთვის ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო და თერაპიაც კი დასჭირდა სტრესთან გასამკლავებლად. საბოლოოდ, ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობამ მხოლოდ 9 თვეს გასტანა; ახლა კი, როგორც ჩანს, პიტმა ამ სასიყვარულო კავშირის ბოლომდე დავიწყება და კიმისადმი მიძღვნილი ყველა ტატუს სხეულიდან გაქრობა გადაწყვიტა.
პიტს რამდენიმე ტატუ ჰქონდა, რომელიც კიმს ეძღვნებოდა, მათ შორისაა, "my girl is a laywer" — "ჩემი გოგო იურისტია", "KNSCP", რომელიც კიმისა და მისი 4 შვილის ინიციალებია, "ალადინი" და "ჟასმინი", რაც კიმისა და პიტის საერთო სცენას უკავშირდება SNL-იდან.
ახლახან პიტი სანაპიროზე მაისურის გარეშე დააფიქსირეს და აღმოჩნდა, რომ მისი სხეულიდან ოთხივე ტატუ გამქრალია.