„პირიდან ამომივარდა ეს სიტყვა... დავიღალე ჩემს ყოფილ ცოლზე საუბრით“ - ნიკოლოზ ქართველი

ნიკო და სალომე

ნიკოსა და სალომეს შორის ისევ დაძაბულობაა. როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც ნიკომ სალომეს ოთახი დაატოვებინა? ამის შესახებ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

ეგ იყო ემოციური ფონი, არ მინდოდა ჩხუბში და პოლემიკაში შესვლა. უბრალოდ პირიდან ამომივარდა ეს სიტყვა, ძალიან დავიღალე ჩემს ყოფილ ცოლზე საუბრით. ჩემი ყოფილი ცოლი არის ჩემი ყოფილი ცოლი, მაგრამ ის ჩემს ცხოვრებაში იქნება მარადჟამს, რადგან ის არის ჩემს ცხოვრებაში ძალიან ახლო ადამიანი. ჩემი შვილის გამზრდელი...  ამის შემდეგ მე და სალომემ ვისაუბრეთ, ბოდიში მომიხადა.“ - ამბობს ნიკო.