People-მა 2024 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

ჯონ კრასინსკი

People-მა 2024 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა - რეიტინგში პირველი ადგილი 45 წლის ამერიკელ მსახიობსა და რეჟისორს ჯონ კრასინსკს ერგო.

კრასინსკის თქმით, მისთვის ამ სტატუსის მიღება მოულოდნელი იყო.

საზოგადოება კრასინსკის სხვადასხვა ფილმიდან და სიტკომებიდან იცნობს. იგი უკვე 14 წელია ბრიტანელ მსახიობ ემილი ბლანტზეა დაქორწინებული. წყვილს სამი შვილი ჰყავს.