მედიაში გავრცელდა კადრები, რომელიც შონ DIDDY კომბსის დაკავებამდე ერთი საათით ადრეა გადაღებული
1727950620
დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას მთელი საქართველო იცნობს. მასთან, კლინიკაში მოხვედრა იმდენად რთულია, რომ პაციენტები რამდენიმე თვით ადრე ეწერებიან. მისი საქმიანობისა და მადლიერი პაციენტების შესახებ ამბებს ხშირად ვისმენთ, თუმცა, ნაკლებადაა ცნობილი ექიმის პირადი ცხოვრება.
ზაზა თელიას მეუღლეც ექიმია. თამუნა ალუღიშვილი პროფესიით კარდიოლოგია. წყვილი 2 ბიჭს ზრდის.
ახალგაზრდა ცოლ-ქმრის თქმით, არ არსებობს ოჯახი პრობლემების გარეშე, თუმცა, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით და დათმობით, ყველაფრის მოგვარება არის შესაძლებელი.
„უკვე 10 წელია ცოლ-ქმარი ვართ. 16 წელია, რაც ვიცნობ. ერთად ისე ვართ, როგორც ერთი ადამიანი. მახსოვს, ჩემი დაბადების დღე, ზაზამ ჩემი გულისთვის, ბრძოლები გაიარა - ტალახში, მთაზე აცოცდა და ფეერვერკი მომიწყო. მოვიდა დასვრილი, ტალახიანი, მაგრამ ფეიერვერკი იყო.
კარგი მეუღლეა - ხალხის შეფასებითაც. კარგი მამაა, ყურადღებიანია, ყოველთვის შენს გვერდითაა, ყველაფერში გეხმარება, ყველაფერში გეხმარება... ყველაფერი ეს ერთად არის ზაზაში. არ არსებობს, რომ რაღაცით აქეთ შეგაწუხოს, თავის თავს ყოველთვის თვითონ უვლიდა.“ - ამბობდა თამუნა ალუღიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამჯერად, სოციალურ ქსელში თამუნა ალუღიშვილი ქორწინების 11 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სიმბოლურ ფოტოებს აქვეყნებს.
ასევე ნახეთ:
როგორ გამოიყურება საუდის არაბეთში რონალდუს სახლი - შთამბეჭდავი ფოტოები