პანდემიის დროს გართობა გადავწყვიტე... მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული ვცადე და ტერფები მოვიტეხე - დემნა გვასალია

დემნა

დიზაინერი დემნა გვასალია ერთ-ერთ ინტერვიუში პანდემიურ პერიოდს იხსენებს. მისი თქმით, დეპრესია დაეწყო და სცადა, თავი რამით შეექცია. „ჩემი პირადი მოდის კვირეული მქონდა“ - ამბობს დემნა.

„პანდემიის პირველი 2 კვირა ლოგინში CNN-ის ყურებაში გავატარე. შემდეგ მივხვდი, რომ აღარ შემეძლო, დეპრესია დამეწყო, ამიტომ ტანსაცმლით გართობა გადავწყვიტე. სახლიდან არ გავდიოდი, თუმცა დილით, როცა ვიღვიძებდი, განსაკუთრებულად ვემზადებოდი. ისეთი ლუქები მოვირგე, როგორიც არასდროს მცმია. სახლში ჩემი პირადი მოდის კვირეული მქონდა. განწყობა გამიუმჯობესდა, მაგრამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული ვცადე და ტერფები მოვიტეხე.“ - იხსენებს დიზაინერი.