მძიმე ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1737143928
თათია კობალაძემ სამიოდე დღის წინ, თურქეთში, ოპერაცია გაიკეთა. მომღერალს ყელიდან სიმსივნური წარმონაქმნი ამოჰკვეთეს.
თათია ფეისბუქზე აქტიურობს. თავს მხნედ გრძნობს. აი, რას წერს ის.
თათია კობალაძე: ოპერაციამდე ბევრი ვიმღერე. ოპერაციიდან 10 დღეში შეძლებ სიმღერასო, მითხრეს. დღეს მესამე დღეა, ჯერ საუბარიც მიჭირს; დღეებს, საათებს, წუთებს ვითვლი, როდის დავიწყებ სიმღერას!
ოპერაციაზე შესვლამდე ექიმები შემოვიდნენ პალატაში. რა თქმა უნდა ნინაც იქ იყო და ისევ ამიხსნეს, რა როგორ მოხდებოდა, ნუუუუ ოპერაციის მსვლელობა.
მეც ვუსმენ ნინას გაფაციცებით. ბოლოს ექიმებმა იკითხეს, მას ხომ არ აქვს რაიმე შეკითხვა ჩვენთანო და რა თქმა უნდა მე წამოვიყვირე!!! ხომ ნამდვილად ყელზე არაფერი დამიზიანდება, სიმღერას ხომ ისევ შევძლებ-მეთქი? იმ ექიმმა, რომელიც ყელზე მიკეთებდა ბიოფსიას დამამშვიდა და მითხრა, არა, არაფერს დაგიზიანებთ, არ შეგეშინდესო. ხოდა, აი, მანდ ამოვისუნთქე
ისე, რანაირია ცხოვრება, არა?! რამდენი პონტის მეგობარი გამოჩნდა ამ დროს! ნუ გეშინიათ სიმსივნე გადამდები არააა, მოკითხვითაც რო არ მკითხულობთ! მე მიპატიებიააა!…