1770743848
ნორვეგიელმა ბიატლონისტმა მედლის მოპოვების შემდეგ აღიარა, რომ შეყვარებულს უღალატა
ნორვეგიელმა ბიატლონისტმა სტურლა ჰოლმ ლეგრეიდმა, რომელიც მილანი-კორტინას ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალურ რბოლაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, აღიარა, რომ შეყვარებულს უღალატა.
ამ თემაზე ის ჟურნალისტებს რბოლის შემდეგ ესაუბრა.
„ნახევარი წლის წინ ჩემი ცხოვრების სიყვარული შევხვდი... ხოლო სამი თვის წინ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი - მას ვუღალატე. ამის შესახებ ერთი კვირის წინ ვუთხარი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი კვირა“, - განუცხადა ჟურნალისტებს 28 წლის ბიატლონისტმა.
მან დასძინა, რომ ბოლო დღეებში სპორტმა მისთვის მეორე პლანზე გადაინაცვლა. მოგვიანებით, დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ლეგრეიდმა დააზუსტა, რომ ღალატის შესახებ საჯაროდ მოყოლა განზრახ გადაწყვიტა.
„თუ არსებობს თუნდაც მცირედი შანსი ვუთხრა, თუ როგორ ძლიერ მიყვარს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მედიურად პირდაპირ ეთერში დამღუპავს, მზად ვარ, ოღონდ ეს პაწაწინა შანსი მივიღო“, - განმარტა სპორტსმენმა.










