1746733863
ნინო სურგულაძე უსაყვარლესი ტყუპის ფოტოებს აქვეყნებს

მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ნინოს წარმატების შესახებ ხშირად წერენ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცემებიც. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.
ნინო სურგულაძესა და მის მეუღლეს, გიორგი ინწკირველს, ტყუპი, ზაქარია და ნატალია, 2020 წლის ივნისში შეეძინათ.
ნინო, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ კადრებს.
ამჯერად, ნინო შვილების, ტყუპი ნატალიასა და ზაქარიას ფოტოებს აქვეყნებს.