ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ
1733806234
მოდელი ნეკა დოროყაშვილი fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, ის სიძნელეები, რაც მის ცხოვრებაში იყო, უკან ჩამოიტოვა და მხოლოდ წინ იყურება.
ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი მალე საზოგადოებას ახალ საინტერესო სიახლეს წარუდგენს. ეს არის ინგლისურენოვანი ალბომი პოპის ჟანრში, რომელიც ამერიკელი პროდიუსერების დახმარებით, საქართველოში საკუთარ გუნდთან ერთად ჩაწერა. ნეკას კარიერული გზა სიმღერის კუთხით, არც მეტი, არც ნაკლები, ბოლივუდში დაიწყო, ის ინდოეთში ექვსი თვის განმავლობაში კონტრაქტით მუშაობდა ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში, როდესაც ამერიკელმა პროდიუსერებმა შეამჩნიეს და მას ალბომის ჩაწერა შესთავაზეს, რომელსაც საერთაშორისო მიზნები ექნება და ამერიკული ბაზრისთვის გახლავთ განკუთვნილი.
მის ალბომს განსაკუთრებულად ელოდება მისი 9 წლის ვაჟი, ლუკასი, რომელიც დედიკოს პირველი გულშემატკივარია.
ალბომში შედის სიმღერები, რომლებიც გარკვეულწილად, ავტობიოგრაფიულ ელემენტებს გააერთიანებს, ეს არის გზა, რომელიც ნეკამ, როგორც ერთმა ქალმა, ამ მომენტამდე გაიარა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
როდის მოვისმენთ ალბომიდან პირველ ნამუშევარს?
ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი სწორედ ახლაა – მინდა, პირველად გამოვჩნდე ჩემი ალბომის პირველი სიმღერით, რომელიც ძალიან მომწონს. მასზე უკვე მიმდინარეობს კლიპის გადაღებები და პირველ რიგში, ქართულ აუდიტორიას გავუზიარებ. მინდა, კლიპმა მაქსიმალურად ასახოს ის, რაც სიმღერაში მაქვს ჩადებული, კლიპში გადმოვიტანო ყველა ის ემოცია, რაც სიმღერაშია. როგორც სიმღერებზე შეიქმნა სატესტო დემო ვერსიები, კლიპთან დაკავშირებითაც გვაქვს არაერთი სატესტო ვერსია. შესაბამისად, სანამ არ იქნება ეს ნამუშევარი ისეთი სრულყოფილი და ის ემოცია არ იქნება ჩადებული, რაც მე მინდა, ბოლომდე მაქსიმალური დატვირთვით ბოლომდე ვიმუშავებ. ჯერჯერობით მიმდინარეობს კლიპის სატესტო გადაღებები. ამერიკელ პროდიუსერებთან, რა თქმა უნდა, კლიპის სატესტო ვერსიებსაც ვაგზავნით და მათგან ვიღებთ რჩევებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩემს საავტორო ხედვას იზიარებენ და დიდი პატივისცემით ეპყრობიან, რაც ძალიან დასაფასებელია. დიდი დატვირთვით გვიწევს მუშაობა, რადგან მინდა, კლიპი ჩემი პროდიუსერობით მომზადდეს.
როგორი მოლოდინი გაქვთ პირველი სიმღერის გამოშვების წინ?
ახლა უკვე აღარ ვნერვიულობ, ვღელავდი მაშინ, როდესაც სწორ მიმართულებას ვეძებდი, რომ სიმღერისას ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ. არა როგორც მოდელი ნეკა, ვისაც საზოგადოება იცნობს, არამედ არტისტი ნეკა, რომელსაც ჩემი აზრით, მაყურებელი ჯერ არ იცნობს. პირველივე სიმღერაში ჩანს ქალი, რომელმაც უამრავი სიძნელე გადალახა… ნახეთ სრულად