ნეფე-პატარძლის მიერ არასწორად შევსებული ინფორმაციის გამო სტუმრებმა საჩუქრად განკუთვნილი ფული სხვის საბანკო ანგარიშზე გადარიცხეს

ნეფე-პატარძალი

 ნეფე-პატარძალმა ქორწილში სტუმრებისთვის შევსებულ საინფორმაციო ბლანკში თავიანთი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არასწორად შეავსეს, რის გამოც სტუმრებმა, რომლებმაც წყვილს ფული აჩუქეს, თანხები არასწორ ანგარიშზე გადარიცხეს. მომხდარზე ბრიტანული გამოცემა People წერს.

როგორც ქორწილის ორგანიზატორი იხსენებს, გეგმის მიხედვით, ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა იქამდე, სანამ პატარძლის ბიძაშვილმა აღმოაჩინა, რომ მოსაწვევებზე არასწორი საბანკო რეკვიზიტი იყო დატანილი.

„ინფორმაციამ საქორწილო განწყობა წამში მოკლა. წყვილს მაშინვე პანიკა დაეწყო და დარდობდნენ იმაზე, რომ ქორწილში დაპატიჟებული სტუმრების ნახევრის საჩუქარი დაკარგეს“, - განაცხადა ორგანიზატორმა.

საბედნიეროდ, მოგვიანებით წყვილმა სხვა ანგარიშზე გადარიცხული თანხა სრულად დაიბრუნა.