პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს სოციალურ ქსელში რუსეთში მცხოვრებ ქართველ მომღერალზე, სოსო პავლიაშვილზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. სოცქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ მომღერალი გარდაიცვალა. ამის შემდეგ „პრაიმტაიმი“ პროდიუსერ ნატო დუმბაძეს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს მორიგი ტყუილია, მოგივანებით კი პოსტიც დაწერა.
„აი ადამიანზე, თან ცნობილ მომღერალზე რომ დაწერ გარდაიცვალაო ამ დროს ცოცხალი რომ არის ასეთებზე უნდა იყოს სასჯელი!
მე პირადად ნახევარი საათის წინ კინაღამ გული გამისკდა, ასე რამ გააბოროტა ეს ხალხი, ასე როგორ დეგრადირდა თან ქართველი, ადამიანი ცოცხალია და გარდაიცვალაო, არ მესმის ეს ხომ საშინელი ბოროტებაა და მანიაკობა, ასეთები უნდა ისხდნენ ფსიქიატრიულში და მიხედავენ იქ !!!
ჯერ არ მისაუბრია, თუმცა ვიცი რომ სოსო პავლიაშივილი ცოცხალია და იქნება დიდხანს! ასეთ ბოროტებს კი ღმერთი მიხედავს!“,- წერს ნატო დუმბაძე.