1732386875
,,მზად ვარ, ყველაფერი დავტოვო და შვილიშვილი სულ ხელში მყავდეს აყვანილი" - როგორი ბებიაა ნინო ნადირაძე
ექიმი და ტელეწამყვანი, ნინო ნადირაძე, "იმედის დღეში“ მშობლების მიერ შვილების მიმართ დამოკიდებულებაზე საუბრობს:
„საერთოდ, ვფიქრობ, რომ გენეტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მშობლისთვის მთავარია, კარგად გაიცნო შენი შვილი. არ უნდა შეუდგე მისი ფუნდამენტური ხასიათების გადაკეთებას. შეეცადო, რაც კარგი აქვს, ის წინ წამოიღო. ხანდახან გამირბის ხოლმე შენიშვნები. დედაჩემი ძალიან მაკომპლექსებდა, ეს არ გივარგა და ის არ გივარგაო…
ჩემს შვილებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, საკუთარი თავი ზედმეტად არ მოვახვიო. მე ვზრდიდი ჩემს შვილებს განსხვავებულად, ვიდრე ჩემი მშობლები მზრდიდნენ. მშობლებმა გამხადეს მაქსიმალისტი, არ შემიძლია ჩემზე ვიფიქრო, ჯერ სხვაზე უნდა ვიფიქრო. პირველი შვილი ვიყავი და ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებდი მე… კითხვას რომ მისვამს ჩემი მეუღლე, სად ხარო ან შვილები მეკითხებიან, დღემდე არ მიყვარს. ადამიანის ბუნება ბნელით არის მოცული და ვერ გააკონტროლებ. თუ ჩათვლი საჭიროდ, რომ აკონტროლო, თუ რამის დამალვა უნდა, უფრო დაგიმალავს. ყველაფერს ვაკეთებდი შვილების ნდობის მოსაპოვებლად. ჩემი დასჯა არის ჩემი სიგრილე. სამსახურშიც იგივე მეთოდი მაქვს. იმდენად თბილი და მოსიყვარულე ვარ, დიდი დასჯაა, როცა დისტანცირდები და ვეღარ ხედავ იმ ადამიანს…
ჩემს შვილებს შორის შვიდი წელია განსხვავება. პირველად რომ გავხდი დედა, ოღონდ ვინმეს დაეტოვებინა, სადმე წაეყვანა, ვცდილობდი, ინსტიტუტიდან გვიან მოვსულიყავი. ივიკოზე მასე არ ვიყავი. შვილიშვილზე მზად ვარ, ყველაფერი დავტოვო და სულ ხელში მყავდეს აყვანილი. ფეთიანობა გადმოვაღვარე ამ ბავშვს და ვხვდები, რომ ზედმეტებში გადავდივარ…“, - ამბობს ნინო.
ასევე ნახეთ:
9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით მამინაცვლის მამა დააკავეს
დაკავებულია საუნივერსიტეტო კლინიკის ყოფილი ფინანსური დირექტორი და კიდევ ორი პირი - ნახეთ ბრალდება