9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით მამინაცვლის მამა დააკავეს

ძალადობა

9 წლის ბიჭზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 60 წლამდე კაცი. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უდასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიება ოჯახში ძალადობის, 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო. რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში თვითმხილველთა გამოკითხვა მიმდინარეობს.

ინფორმაცია რუსთავში, 9 წლის ბიჭზე ფიზიკური ძალადობის შესახებ, სოციალურ ქსელში 5 ივლისს, თვითმხილველმა, რუსკა მჭედლიძემ გაავრცელა.

ის წერდა, რომ 4 ივლისს, ძალადობის შემდეგ, გამოკითხვაზე დედასთან ერთად გადაყვანილ ბავშვს „დააწერინეს, რომ წაიქცა“, არავის უცემია და შესაბამისად, საქმის წარმოება შეწყდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის მუხლით გამოძიება 5 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის შესახებ სოციალურ ქსელში გასაჯაროვდა.

გამოძიების თანახმად, 9 წლის ბიჭი მამინაცვლის მამამ, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, არაერთი ადამიანის თვალწინ სცემა:

„მესამე სართულის აივანზე ვიყავი, გადავიხედე, ბავშვი ეგდო ძირს, კაცი ედგა თავზე და ურტყამდა წიხლებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რუსკა მჭედლიძემ, რომელიც 6 ივლისს, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე.

ასევე ნახეთ:

„დაავადება სიცოცხლისთვის საშიშ ფორმებს იღებს თუ თავად ამძიმებს... რატომ არ ჩადის სამკურნალოდ რუსეთში?“ - რას წერს რუსული მედია კადიროვზე

⇒  დაკავებულია საუნივერსიტეტო კლინიკის ყოფილი ფინანსური დირექტორი და კიდევ ორი პირი - ნახეთ ბრალდება

⇒ VIDEO: როგორ იქმნებოდა “ხაჭაპურის მცხობელი იმერელი ბებოს“ გიგანტური სტენსილი

„შენ სულ ყვავილებით მილამაზებდი ლარნაკს... ახლა, ჩემი ჯერია“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს შეყვარებული ემშვიდობება