პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„შენი სხეული ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცის ცხოვრებას შეცვლის" - ეს სიტყვები ეშლი გრემს დედამ უთხრა, როცა გოგონა რთულ პერიოდს გადიოდა და მზად იყო, ყველაფერი დაეტოვებინა. სამოდელო აგენტებმა მას წონაში დაკლება ურჩიეს, მაგრამ გოგონა ვერაფერმა შეაჩერა: მალევე უდიდეს დიზაინერებთან თანამშრომლობა დაიწყო და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების ათეულში შევიდა.
ნეგატიურ კომენტარებთან გამკლავება
"ერთ დღეს კომენტარი მომწერეს: "თითქოს ორსულად ხარ", რაზეც მე ვუპასუხე: "არა, ძვირფასო, უბრალოდ მსუქანი ვარ". დიახ, მუცლის ქვედა ნაწილში ცხიმი მაქვს, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, რომ ნახევარი სიცოცხლე საცურაო კოსტიუმში გავატარო. ამ კომენტარზე პასუხის გაცემისას მინდოდა ახალგაზრდა გოგონებისთვის მეჩვენებინა, რომ მსგავს კომენტარებზე რეაგირება შეგიძლიათ და ამაში ცუდი არაფერია."
საკუთარ სხეულზე ზრუნვა
"არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ პლუს ზომის ქალები არ ვარჯიშობენ, არ იკვებებიან სწორად და უბრალოდ, არ ზრუნავენ საკუთარ სხეულზე. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს პირიქითაა! კვირაში სამიდან ხუთ დღემდე ვვარჯიშობ – ფიზიკური ვარჯიში ჩემთვის მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეს საკუთარ თავზე ზრუნვაა."