„მთელმა საქართველომ იცის, არ ვჭორაობ...“ - ვისზეა გაბრაზებული გოგა ჯაბაური

ლენიკა გოგა

„პრაიმ ჰაუსში“ დილა მცირე კონფლიქტებით დაიწყო. სხვა მონაწილეებზე განაწყენებული გოგა საკუთარ ემოციებს ლენუკას უზიარებს.

„სალომემ თქვა, საჭმელს აკეთებს და მაგიტომ უნდა იყოს ბოსიო, სტრიმს ვუყურე. მე ისეთ რაღაცებს არ ვამბობ, რაც არ არის ფაქტი. თუ რაღაც მაინტერესებს, ვისვამ და ვესაუბრები. ავედი და ვკითხე, რას ჭორაობთ  ჩემზე-თქო, არ ვჭორაობთ, განვიხილავთო. მეთქი, სახლში რომ ვარ, რატომ განმიხილავთ?! ზურგს უკან რა საქციელია, ვირთხული. კოსტა მეუბნება, მე რასაც მინდა და ვისაც მინდა, განვიხილავო, კაი ერთი...

ჩემი არაფერი მოსწონთ, ჩემს ზურგს უკან რატომ ლაპარაკობენ?! ამის შემდეგ ჭორიკნები არიან.“ - თქვა გოგამ ლენუკასთან საუბრისას.