პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომღერალი და ტელეწამყვანი ბაბი კირკიტაძე საზოგადოებას ძალიან უყვარს და თინეიჯერებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთისთვის ბაბის რჩევაც მნიშვნელოვანია. ერთ-ერთმა გამომწერმა ჰკითხა, 19-20 წლის ასაკში სჯეროდა თუ არა მკითხავების, რადგან ის ძალიან შეშინებულია.
„მეც მქონდა მსგავსი პერიოდი და აქტიურად დავდიოდი მკითხავებთან. ხან შეშინებული გამოვდიოდი, ხან კარგ ხასიათზე. მერე მივხვდი, რომ საკუთარ თავთან უნდა გამერკვია, ჩემი ცხოვრებაც და მომავალიც და სისულელე იყო ის, რასაც ვაკეთებდი.
მთავარია, გიყვარდეს სამყარო, ცხოვრება, საკუთარი თავი, შენი მიზნები! შენი ცხოვრების მთავარი შემოქმედი შენ ხარ.“ - წერს ბაბი კირკიტაძე.