"მოვედი, რომ ქორწილი ჩავშალო“ - ბრიტნი სპირსის ყოფილი ქმარი დააკავეს

ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსის ქორწილის ჩაშლის მცდელობის გამო, მისი ყოფილი ქმარი დააკავეს. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს. 

პოპვარსკვლავის ქორწილში ყოფილი ქმარი, ჯეისონ ალექსანდერი დაუპატიჟებმად მივიდა და მისი ჩაშლა სცადა, თუმცა ვერ შეძლო.

ჯეისონი პირდაპირ ეთერშიც ჩაერთო. მან დაცვას უთხრა, რომ სპირსმა იგი ქორწილში დაპატიჟა და ცერემონიაზე ამიტომაც იყო მისული.

„ის ჩემი პირველი და ერთადერთი ცოლია, აქ იმისთვის მოვედი, რომ ქორწილი ჩავშალო“,- თქვა მომღერლის ყოფილმა მეუღლემ.

ბრიტნი სპირსი, მამის მეურვეობისგან გათავისუფლების შემდეგ სემ ასგარიზე დაქორწინდა. ცერემონია ლოს-ანჯელესში გაიმართა.

მომღერალმა სემი ასგარი 2016 წელს გაიცნო და 2021 წელს დაინიშნენ. მომღერალს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.