მომდევნო ტურისთვის უფრო „სწორი“ სიმღერა უნდა შეარჩიოს, „რედნეკები“ ლუპით აკვირდებიან მისი გამოსვლის ყველა დეტალს“ – ზაზა შენგელია

ზაზა ნუცას აფასებს

American Idol-ის ტურში, ქართველი მომღერლის ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავ გამოსვლას „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში აფასებს.

ნუცამ ჰავაის ტურში ნამდვილი ფურორი მოახდინა! როგორც მოგეხსნებათ, 24 მონაწილე 2 დღის განმავლობაში, 2 ნაკადად გამოდიოდა (12 მონაწილე 16 აპრილს, 12 მონაწილე 17აპრილს). ნუცა თავის დღეს, ანუ 17 აპრილს, მისი გამოსვლის ვიდეოს ნახვებით ამ წუთისთვის პირველ ადგილზეა (300 000 ნახვა) და უნდა ვივარაუდოთ, რომ, შესაბამისად, ბევრ ხმებსაც დააგროვებს და გადავა მომდევნო ტურში.

წინა დღის კონკურსანტებიდან ყველაზე მეტი ნახვები აქვთ Iam Tongi-ის (1,4 მილიონი ნახვა) და Warren Peay-ის (470 000 ნახვა). ორივენი ბიჭები არიან და აქედან გამომდინარე, მათი ნახვების ასეთი დიდი რაოდენობა ბუნებრივია, რადგანაც ამდაგვარ კონკურსებში ხმის მიმცემები უმეტესად ქალბატონთა აუდიტორია გახლავთ.

ნუცას გამოსვლის შეფასებები არაერთგვაროვანია. რასაც ვაკვირდები ამერიკული აუდიტორიის პროფაილებს, რომლებიც ნუცას გამოსვლაზე კომენტარებს ტოვებენ, უფრო განათლებული და რესპექტაბელური აუდიტორია აღფრთოვანებულია ნუცას გამოსვლით და, შესაბამისად, პოზიტიური შეფასებები აქვთ, ამერიკის დაბალი კლასი და სოფლად მცხოვრები აუდიტორია უფრო კრიტიკულია მის მიმართ, რაც ასევე აბსოლუტურად ახსნადი და გასაგებია…

მადლობა ყველას, ვინც არ დაიზარა და მისცა ხმა ნუცას და კიდევ მარაგში გვაქვს დაახლოებით 3,5 საათი (საქართველოს დროით 14:00-მდე) ხმის მისაცემად.

ჩემი პროგნოზი: ნუცა, ჩემი აზრით, გადასულია მომდევნო ტურში და ამას მთელს საქართველოს ვულოცავ! თუმცა, ვფიქრობ, ნუცამ მომდევნო ტურისთვის უფრო „სწორი“ სიმღერა უნდა შეარჩიოს, მით უფრო, რომ „რედნეკები“’ ლუპით აკვირდებიან მისი გამოსვლის ყველა დეტალს და ესეც ბუნებრივია.

მომდევნო ორი ტური, როგორც ვიცი, ზედიზედ ხვალ და ზეგ, ანუ 19 და 20 აპრილს გაიმართება, რის შემდგომაც კონკურსში მთლიანობაში 12 მონაწილე დარჩება და ყველაზე მეტად სწორედ ამ ტურებში დასჭირდება დახმარება. დეტალებს უახლოეს პერიოდში მოგაწვდით“, – წერს ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში.