VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
მომღერალი ნუცა ბუზალაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მომღერალია, რომელიც American Idol-ში მონაწილეობს.
პროექტში მისვლის დღიდან ნუცამ ამერიკელების გაოცება შეძლო.
ნუცამ მესამე ტურზე ცნობილი კოპოზიცია I Surrender შეასრულა, რის შემდეგაც ჟიურის წევრი, ლეგენდარული ლაიონელ რიჩი ფეხზე წამოუდგა და შემდეგ მას ფეისბუქ სტატუსიც მიუძღვნა.
ნუცას სიმღერით აღფრთოვანებულები არიან რიგითი ამერიკელი მსმენელებიც:
"ღმერთო! ეს ალბათ საუკეთესო სეზონია"
"ის ვარსკვლავია! მას აქვს ხმა, გარეგნობა, პიროვნება და სახელი. მოიგებს თუ არა, ის მაინც ვარსკვლავია!"
"ნუცა საოცარია! ის მართლაც ძალიან იხვეწება და შეიძლება ფინალამდეც გავიდეს, თუ გააგრძელებს ასეთ შოუებს. ის ნამდვილად არის ერთ-ერთი იმ ხელოვანთაგანი, რომელიც არასოდეს გამიცრუებს იმედებს."
"ღმერთო! ეს ალბათ ყველაზე დიდი AI სეზონია დღემდე!!! ამ წელს ტალანტების რაოდენობა სამყაროს მიღმაა!! ანუ მხედველობაში მყავს ...მიდი ნუცააააა?" - წერენ უცხოელები.