„მხოლოდ შორტებსა და წინდებში“ - ჯასტინ ბიბერის ეპატაჟური გამოჩენა 4 წლიანი პაუზის შემდეგ „გრემის“ დაჯილდოებაზე

ჯასტინ ბიბერი

ლოს-ანჯელესში მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება — „გრემის“ 68-ე დაჯილდოება გაიმართა. საღამოს ერთ-ერთ ყველაზე განხილულ მომენტად ჯასტინ ბიბერის გამოჩენა იქცა.

კანადელი მომღერალი „გრემის“ სცენაზე ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოვიდა და მაყურებლის წინაშე მაისურის გარეშე, მხოლოდ სპორტული შორტებით წარდგა.

ბიბერმა ელექტროგიტარისა და დასარტყამი ინსტრუმენტების თანხლებით საკუთარი სიმღერა Yukon შეასრულა.

მომღერლის სტილმა და გამოსვლამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია — ნაწილი ეპატაჟსა და უხერხულობაზე საუბრობდა, ნაწილი კი მის ვოკალსა და სცენის მართვის უნარს უსვამდა ხაზს.

ცნობისთვის, ჯასტინ ბიბერი კარიერის განმავლობაში „გრემიზე“ 23-ჯერ იყო ნომინირებული და ჯილდო ორჯერ აქვს მოპოვებული.