„მისი გადასაწყვეტია, ისაუბრებს თუ არა დეტალებზე... მე მივიღე გადაწყვეტილება...“ - „ბზიკო“ თი მაჭავარიანზე

ბზიკო

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ  ბლოგერი თი მაჭავარიანი მეუღლეს დაშორდა, წყვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ამას დაემატა ისიც, რომ დავით გაფრინდაშვილი, იგივე „ბზიკო“ ყველაზე რეიტინგულ რეალით შოუში, „პრაიმ ჰაუსში“ შევიდა. 

თი მაჭავარიანმა საკუთარ სოციალურ ქსელებში დააშორების მიზეზებზე ირიბად რამდენჯერმე ისაუბრა, თუმცა, ამას არ აპირებს „ბზიკო“. „პრაიმტაიმთან“ საკუთარი პოზიცია ასე განმარტა:

„ბზიკო“: მისი გადასაწყვეტია, ისაუბრებს თუ არა დეტალებზე... მე არაფრის მოყოლას ვაპირებ. ორივე ადამიანს გვაქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც მოიაზრებს იმას, რომ პირადი ცხოვრება შევინახო პირადად, თავისი პრობლემებით, თავისი ბედნიერი მომენტებით, თავისი უთანხმოებებით... ზოგადი ფაქტი საზოგადოებას უკვე გავაცანი, ვერსად დავმალავდით... თბილისი კი არა, საქართველოა ძალიან პატარა. ყველამ ყველაფერი ძალიან მარტივად შეიძლება გაიგოს, როცა, მით უმეტეს, ამდენი ადამიანი გიყურებს ეკრანზე.. აქედან გამომდინარე, სიმართლე ვთქვი, ვინ როგორ გააგრძელებს და რამდენად ჩაუღრმავდებიან დეტალებს, ეგ მათი არჩევანია.

- თი საზოგადოების მხრიდან ტყუილის მსხვერპლია?

- არ ვიცი, მაგაზე კომენტარს არ გავაკეთებ...

ასევე ნახეთ:

VIDEO: „მინდა, ეს პროექტი თაიამ მოიგოს...“ - ნიკო ქართველი

VIDEO: „რას ეტყოდი?“ - სალომემ თაიაზე საუბრისას ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა

„იმწუთასვე გავიაზრე და ვინანე...“ - რა საჩუქარი გაუკეთეს „ბზიკოს“ ტელეფონის დამტვრევის შემდეგ