,,მიდის ამ თემაზე მოლაპარაკებები" - რას აანონსებს კოსტა სანიკიძე

კოსტა

,,პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის მონაწილე, კოსტა სანიკიძე გულშემატკივრებს უყვება, თუ რა შეცვალა მის ცხოვრებაში პროექტმა და რას გეგმავს მომავალში.

,,პრაიმ ჰაუსი" არის რეალითი შოუ, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აძლევს საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალებას და უკვალავს გზას... ჩემი ცხოვრება გრძელდება შემოქმედებითად, ვაპირებ რამდენიმე გეგმის განხორციელებას. იუთუბ სივრცეში ძალიან მალე დავიწყებ პოდკასტს, ვეძებ სპონსორებს, მიდის ამ თემაზე მოლაპარაკებები და ტექნიკური მხარე გვარდება. ასევე, რამდენიმე კონცერტი დაიგეგმა და კიდევ არის გეგმაში. მთელი ჩემი შემოქმედება გადის ადამიანურ ურთიერთობებზე და რაც მთავარია, ამ ადამიანების რიცხვი და ეკიპაჟის წევრები გაათმაგდნენ. პროექტის რამდენიმე მომენტმა მათ უკეთ გააცნო ჩემი თავი", - ამბობს კოსტა სანიკიძე.

ნახეთ, ვიდეო