მიხაელ შუმახერი საჯაროდ ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა

შუმახერი

„ფორმულა 1“-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი ბოლო 11 წლის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა - ის თავისი 27 წლის ქალიშვილის ჯინა-მარიას ქორწილს დაესწრო.

ინფორმაციას Daily Mail-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ღონისძიებას გასულ უქმეებზე, მალიორკაზე, ოჯახის ვილაზე გაიმართა.

2013 წლიდან შუმახერი უბედური შემთხვევის შემდეგ პუბლიკასთან არ გამოჩენილა. მრბოლელმა სერიოზული ტრავმები მიიღო, როდესაც ალპებში თხილამურებით სრიალებდა. ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.

2014 წლის ივნისში შუმახერის მენეჯერმა განაცხადა, რომ ის კომიდან გამოვიდა. მას შემდეგ სპორტსმენი ხანგრძლივ რეაბილიტაციას გადის. მასზე მეუღლე და ექიმების გუნდი ზრუნავენ.

მედიის ცნობით, მრბოლელს 24-საათიანი სამედიცინო ზრუნვა სჭირდება. შუმახერის მეუღლე მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.