პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იტალიელი მამაკაცი ალესანდრო კარუზო საზოგადოებამ „ტიკ-ტოკზე“ გამოქვენებული ვიდეოებით გაიცნო. ის მაყურებელს ქართული სიმღერებით გახმოვანებულ ვიდეოებს ხშირად უზიარებს, რის გამოც მან არა ერთი ქართველი ქალბატონის გული დაიპყრო.
„პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურად უფრო ახლოს გაგაცნობთ „იტალიელ მაჩოს“. ის სააგენტოს მისი ცხოვრების შესახებ უყვება და საქართველოს შესახებ დადებით დამოკიდებულებას უზიარებს.
- მოგვიყევით თქვენს შესახებ, ვინ ხართ და რას საქმიანობთ?
- მე ვარ 43 წლის იტალიელ მამაკაცი, ვცხოვრობ ნეაპოლში. ვარ მეწარმე, ტანსაცმლის სექტორში. მყავს ჩვიდმეტი წლის ქალიშვილი, მიყვარს მუსიკა, ცეკვა, ყოველთვის ხალისიანი და პოზიტიური ვარ ყველაფერში, რასაც ვაკეთებ.
- რატომ დაინტერესდით ქართული სიმღერების შესწავლით?
- მე ძალიან მომწონს ქართული მელოდია, არ ვიცნობ ქართველ ხალხს, მაგრამ როგორც ვხედავ, მშვენიერი ხალხია. მე დიდ მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს იმ სიყვარულისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოხატეს.
- ქართველი ქალბატონები განსაკუთრებით მოხიბლეთ. რას გვეტყოდით მათ შესახებ?
- ქართველ ქალებს პირადად არ ვიცნობ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თქვენს ქვეყანაში ლამაზი ქალები არიან.
- თქვენს თაყვანისმცემელ ქალბატონებს აინტერესებს, გყავთ თუ არა გვერდით საყვარელი ქალი?
- მე მეუღლეს დავშორდი, შეყვარებული მყავს, ის ქართველი არ არის, ის იტალიელია.
- ცნობილია, რომ ძალიან მოგწონთ საქართველო, აპირებთ ჩვენს ქვეყანას ესტუმროთ?
- ძალიან მინდა ჩამოვიდე საქართველოში, რომ გავიცნო თქვენი კულტურა, თქვენი შესანიშნავი ადგილები. თუ ჩამოვალ, მე ამაყი და ბედნიერი ვიქნები. მადლობა ყველაფრისთვის, თბილ ჩახუტებას ვუგზავნი მთელ საქართველოს.