მეცნიერებმა შუა საუკუნეების მებრძოლის სახე აღადგინეს - ნახეთ როგორ გამოიყურებოდა ის

meomari

მეცნიერებმა შუა საუკუნეების მებრძოლის სახე აღადგინეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავის ქალას არქეოლოგებმა შვედეთში მდებარე კუნძულ გოტლანდზე არსებულ მასობრივ სასაფლაოზე მიაგნეს, კერძოდ, ქალაქ ვისბის მახლობლად, სადაც 1 361 წელს შვედებსა და დანიელებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. დანიის 2 500-კაციანი არმია 2 000 ადამიანს დაუპირისპირდა, რომელთა შორისაც, ძირითადად, ბავშვები და ხანდაზმულები იყვნენ.

მათგან 1 800 მებრძოლი დაიღუპა, ერთ-ერთი მათგანი  სახეგაპობილი კაცი იყო, რომელსაც ჭრილობები მარცხნივ, თვალის ზემოთ და ყვრიმალზეც აღენიშნებოდა. დაზიანება, სავარაუდოდ, შუბის მაგვარმა იარაღმა გამოიწვია.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს მეომრის სახე სრულად აღედგინათ. ამისთვის მათ ცოცხალი დონორის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება გამოიყენეს და ის შუა საუკუნეების მებრძოლის ძვლების მოყვანილობას შეუსაბამეს.

მეცნიერებმა ნაკვთების, თვალის ჭრილისა თუ ცხვირის ზომის ზედმიწევნით აღსადგენად სტატისტიკური მონაცემებიც გამოიყენეს, წვერი და კანის ფერი კი სურათებში სუბიექტურადაა წარმოდგენილი. ფოტოები ცხადყოფს, დაახლოებით როგორ გამოიყურებოდა ბრძოლაში დაღუპული მეომარი.