„მეგონა, მოვკვდებოდი" - ჯეილო ბენ აფლეკთან 2002 წელს დაშორებაზე

ჯეილო და ბენი

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი პირველად 2002 წელს დაინიშნნენ, თუმცა 2004 წელს დაშორდნენ და სამწუხაროდ, მათი ქორწილი არ შედგა. წყვილი ახლა ისევ ერთადაა და ბედნიერად გრძნობს თავს, თუმცა, სანამ 2022 წლის ივლისში იქორწინებდნენ, გრძელი და, როგორც ჩანს, არც თუ ისე მარტივი გზა გაიარეს.

ახლა, როცა ჯენიფერი მრავალი წლის წინ ბენთან დაშორებას იხსენებს, ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი მის ცხოვრებაში და ეს ამბავი შემდეგი 18 წლის განმავლობაში მის კარიერაზეც აისახა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო დაშორების შემდგომი პერიოდი. როცა წლების წინ ქორწილის ჩაშლა გადავწყვიტეთ, ეს არჩევანი ყველაზე დიდი ტკივილის მომტანი იყო ჩემთვის და გულწრფელად ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მოვკვდებოდი",- განაცხადა მომღერალმა.