პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"შენ ხარ ბოზი, ნამდვილი ბოზი" - ასეთი შინაარსის ვიდეო მომიძღვნა გია სურამელაშვილმა და პირად შეტყობინებაში გამომიგზავნა" - წერს დათო ლიკლიკაძე ფეისბუქზე.
პოსტს წინ უძღოდა "ნიუსი" იმის შესახებ, რომ გია საცხოვრებლად ქუთაისში გადადის. "ვანოს შოუში" კი დათომ იხუმრა - ჩემ ჯიბეში ხელი არავინ ჩაყოს, თორემ ხელს მივამტვრევო.
ლიკლიკაძე "პრაიმტაიმთან" გიასთან "დისტანციურ დაპირისპირებას" უარყოფს.
დათო ლიკლიკაძე: - გიას არ ვიცნობ, ნანახიც არ მყავს. მეგობართან ერთად ვიდეო ჩაწერა და ხუმრობით მითხრა და მეც ხუმრობით გავიგე. პოსტიც ვიშაყირე. არანაირი დაპირისპირება და აგრესია ჩვენს შორის არ ყოფილა. ძალიან ვხალისობ მის ვიდეოებზე. აშკარად კეთილი და პოზიტიური ადამიანია.
კარგი ადამიანია ნამდვილად. "ვანოს შოუში" ვიხუმრე და მანაც ხუმრობით მიწოდა "ბოზი", მე არ მწყენია. მართლა რომ ვგონივარ ხალხს ბოზი და ზურგს უკან მიწოდებენ, ეგენი მკიდია და ხუმრობაზე რა გადამრევს.