პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილე, კოსტა სანიკიძე „აფხაზეთის ხმის“ ეთერში სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„რამდენიმე ალბომი მინდა, რომ დავამთავრო. ის სიმღერები, რომლებიც თაროზე მაქვს შემოგდებული. მინდა, რაღაცნაირად ფინიშისკენ გავიყვანო, რადგან ორკესტრი მჭირდება. რამდენიმე კლიპის გადაღება მინდა, კონცერტები... რამდენიმე დღის წინ მეგობარი შემხვდა, რაღაც ფილმის გადაღებები მიდის და არ დაგირეკეთ, დაკავებული გვეგონეო. ამაზე დიდი სისულელე არ მომისმენია, ლამის დავახრჩვე. რა საქმე უნდა მქონდეს, როლი და სცენარი მომეწონოს და მაგაზე უარი ვთქვა... დღე და ღამე სცენაზე რომ ვყოფილვარ, არაერთხელ... მინდა, რომ ბევრი, ბევრი საინტერესო პერსონაჟი დავტოვო. ჩემთვის მთავარი ესაა და ამ ყველაფრით დიდ სიამოვნებას ვიღებ.“ - ამბობს კოსტა სანიკიძე.