პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დაძლია თუ არა კოსტა სანიკიძემ ალკოჰოლზე დამოკიდებულება და როგორც აგრძელებს ცხოვრებას „პრაიმ ჰაუსის“ დასრულების შემდეგ, ამის შესახებ ის „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს.
„მე ვებრძოდი და ვებრძვი დამოკიდებულებას. ჩემს თავთან დამოკიდებულება გავაცნობიერე... აქამდეც რაღაც ეტაპები უნდა გაიარო, ეს ყველაფერი ცეკვა-თამაშით იწყება და შემდეგ სხვა რამეში გადადის. თან ჩვენს ქვეყანაში ალკოჰოლის რომანტიზება ხდება.
არ ვამბობ, რომ ალკოჰოლი ცუდია, პირიქით, ჯადოსნური სითხეა, მაგრამ ზედმეტი არა. სამყაროში არსებობს ბალანსი, როდესაც ამას არღვევ, გსჯის. მთელი ცხოვრება მონიტორინგი და აკრძალვა მომიწევს, მით უმეტეს, ზაფხული მოდის და რთულდება.“ - ამბობს კოსტა სანიკიძე.