1746007492
მეგან მარკლი ტიტულის „მისი სამეფო უდიდებულესობის“ გამოყენებას აგრძელებს

სასექსის ჰერცოგინია ახალ სკანდალში გაეხვა. უცხოური პრესა მასზე წერს, რომ იგი ტიტულის „მისი სამეფო უდიდებულესობის“ გამოყენებას აგრძელებს, რაც დედოფალი ელისაბედ მეორისგან მას აკრძალული ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეგან მარკლი მინიმუმ ექვსი წლის განმავლობაში მეგობრებს და ახლობლებს უგზავნიდა შეტყობინებებს წარწერით „მისი სამეფო უდიდებულესობა სასექსის ჰერცოგინია“.
ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა მეგობარმა ჯეიმი კერნ ლიმმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია მეგან მარკლის მიერ გაგზავნილი საჩუქარი წარწერით: „მისი სამეფო უდიდებულესობა სასექსის ჰერცოგინია“.
მეგან მარკლის წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ტიტულს კომერციული მიზნებისთვის იყენებენ, თუმცა წყვილთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, პირად მიმოწერაში მეგობრებთან იგი თავს ამგვარად წარადგენს.
პრინც ჰარის და მეგან მარკლს ტიტული შეუნარჩუნდათ, თუმცა მისი გამოყენების უფლება მას შემდეგ არ აქვთ, რაც 2020 წელს სამეფო მოვალეობების შესრულებაზე უარი განაცხადეს და დიდი ბრიტანეთიდან კანადაში, შემდეგ კი აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად. მათ ასევე შეუწყდათ სახელმწიფო დაფინანსება.