„დილით ადგომის დროს ჩაის კოვზით ნაკურთხი წყალი მიიღოს“ - განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილებიდან
1777410351
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ირანის წინადადებას ომის დასრულების შესახებ, სავარაუდოდ, არ მიიღებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც ამერიკული ტელეარხი აღნიშნავს, თეირანმა ვაშინგტონს შესთავაზა გეგმა, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას და ბირთვული მოლაპარაკებების გადადებას გულისხმობს.
როგორც CNN-ს ორმა წყარომ განუცხადა, ტრამპმა საკუთარი აზრი ირანის საკითხთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე გამოთქვა.
სრუტის გახსნა ირანის მიერ ურანის გამდიდრებისა და მარაგების შენახვის საკითხის გადაწყვეტის გარეშე აშშ-ს ზეწოლის საკვანძო ბერკეტის გარეშე დატოვებს, აცხადებს ერთ-ერთი წყარო.
თუმცა ბლოკადის გაგრძელება ენერგომატარებლებზე მაღალ ფასებს გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, აშშ-ში ბენზინზე ფასების მკვეთრი მატების მიზეზია.