მე მინდა შანსი მივცე ამ პატარა ბიჭს, იქნებ გამოუვიდეს… - ავთანდილის „ღამის პრაიმთაიმი“

avtandili

ავთანდილ ცქვიტინიძე ყველაზე დიდი მოულოდნელობაა იმ ვარსკვლავურ ექვსეულში, რომელსაც მეგა თოქშოუ "ღამის პრაიმთაიმის" მიჰყავს.

როგორც აღმოჩნდა, გადაცემის მთავარმა პროდიუსერმა, მაია სტეფნაძემ საჭირო დრო იყნოსა და ავთანდილის კანდიდატურა, ამ მეგა პროექტში, იმ მომენტში მოიაზრა, როცა ეს თავად დიზაინერს სურდა. საჭირო დროს ვახსენებ იმიტომ, რომ თურმე ცქვიტინიძე ბავშვობაში ამ პროფესიაზე ფიქრობდა. როგორც ის "პრაიმტაიმს" უყვება, პატარა ავთო მომავალი ფეშენ დიზინერისგან ინტერვიუებს იღებდა. 

„ჩემს წამყვანობაზე მაგრად მეცინება, მაგრამ უნდა მოგიყვეთ ისტორია: გურიაში ერთი პატარა ბიჭი ფანჯრის რაფაზე გამუდმებით დაუღალავად იღებდა ინტერვიუებს, ანუ ეს ავთო - ესეთი ფერადი, ხალისიანი და ძალიან ცნობისმოყვარე, თქვენ იცნობთ აი ამ ავთანდილს, რესპონდენტს, მე მინდა შანსი მივცე ამ პატარა ბიჭს, იქნებ გამოუვიდეს… არ ვიცი, ვცდი!“- ამბობს ავთო.