„მე ჩემმა გულშემატკივრებმა დამირეკეთ, ან დამიმესენჯერეთ, ბაგირას თავისებმა“ - გურამ შეროზიას მიმართვა

ბაგირა გურამი

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე და მიმდინარე კვირის აუტსაიდერი გურამ შეროზია გულშემატკივრებს მიმართავს.

„არ აგვცდა ბოლოს მაინც ერთად ჯდომა! ახლა ისე უნდა ვიაქტიუროთ, როგორც არასდროს! სმს ლიდერი ერთია, ორი ვერ იქნება, ამიტომ მე ჩემმა გულშემატკივრებმა დამირეკეთ, ან დამიმესენჯერეთ, ბაგირას თავისებმა, ხმების გაყოფა უბრალოდ მესამე მონაწილის წისქვილზე დაასხამს წყალს და ჩვენ ორიდან ერთს უეჭველად მოუწევს წასვლა... მიყვარხართ და უდიდესი მადლობა, აქამდე თქვენი მხარდაჭერით მოვედი და ვიცი, ბოლომდე გავიტანთ!“ - დაწერა შეორიზამ ფეისბუკზე.