დედამიწაზე წელიწადის ორი ახალი დრო გაჩნდა - მეცნიერების ახალი მიგნება
1788287182
„სუხიშვილების“ ყოფილმა მოცეკვავემ, მარიამ მათიაშვილმა 35 წლის იუბილე ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. სადღესასწაულო დღეების შემდეგ მან სოციალურ ქსელში მეუღლეს მიმართა და საჯაროდ გადაუხადა მადლობა იმ ზრუნვისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გრძნობს.
„მოდი თავიდან დავიწყოთ. ჩემი 35 წელი ამ ადამიანის გარეშე არ შედგებოდა. ყოველ წელს ჩემზე მეტად ემზადება და უყვარს ჩემი დაბადების დღე. ამხელა მონდომებით, სიყვარულით და ბედნიერებით ადამიანი ელოდებოდეს სხვის დღეობას, მე არ მსმენია. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ეს არის შენი ადამიანობა, ზრუნვა, სიყვარული, მონდომება და სიკეთე, რომელიც ძალიან ბევრს არ აქვს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მიყვარხარ, მეამაყები და მეიმედები“, - წერს მარიამ მათიაშვილი.