დედამიწაზე წელიწადის ორი ახალი დრო გაჩნდა - მეცნიერების ახალი მიგნება
1788287182
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტებს გაეცნო.
ქობულეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები ექვს საჯარო სკოლაში მიმდინარეობს, ასევე დაგეგმილია ხუთი სკოლის რეაბილიტაცია და ორი ახალი სკოლის აშენება. რეაბილიტაცია უტარდება ექვს საბავშვო ბაღსაც, ერთი ახალი ბაღის მშენებლობა კი უკვე დასრულებულია.
მთავრობის თავმჯდომარე სოფელ წყავროკას საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო პროექტებს გაეცნო. პროექტები ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას ითვალისწინებს.
ზურაბ პატარაძე ქალაქ ქობულეთის პირველ საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა, მოეწყო მრავალფუნქციური მოედანი, განახლდა კორტები და ფასადი. მეორე ეტაპზე კი დაგეგმილია სკოლის შიდა სივრცეების განახლება.
ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესსაც გაეცნო. წელს ფორმების შეძენა რეგიონში მოქმედ რვა სარეალიზაციო პუნქტში იქნება შესაძლებელი.
შეხვედრების პარალელურად, ზურაბ პატარაძე ადგილობრივ მოსახლეობას, პედაგოგებს, მოსწავლეების მშობლებს გაესაუბრა, მოისმინა მათი მოსაზრებები და საჭიროებებიმთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მოსწავლეებისთვის თანამედროვე და უსაფრთხო გარემოს შექმნა რეგიონში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.