29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1753730395
„თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ ქართველი მოსამართლეებისა და „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებას.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ბალტების პოლიტიკური ელიტა, დიდ წილად, კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახებისგან შედგება, ეს ბოღმა, აშკარად, საბჭოთა კავშირიდანაა ჩარჩენილი.
„თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს.
იმის გათვალისწინებით, რომ ბალტების პოლიტიკური ელიტა, დიდ წილად, კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახებისგან შედგება, ეს ბოღმა, აშკარად, საბჭოთა კავშირიდანაა ჩარჩენილი.
რაღაც მომენტში, სოვლაბი, ალბათ, ამ პოსტსაბჭოურ ფენომენსაც გამოიკვლევს, როდესაც მიხვდება, რომ უცხოური დაკვეთით ხელისუფლების დამხობა ისევ ჩაიშალა“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.