პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სამეფო ოჯახის გარშემო სკანდალები არ წყდება. ამჯერად, ამის მიზეზი პრინცი ჰარის მემუარებია, რომელიც სულ ცოტა ხნის გამოქვეყნდა და გამოსვლისთანავე საერთაშორისო მედიის განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.
სასექსის ჰერცოგის წიგნის სახელწოდებაა „Spare“ (სათადარიგო). გამომცემლების ცნობით, სათაურის ინსპირაციის წყაროდ ძველი ინგლისური ფრაზა Heir and Spare (მემკვიდრე და სათადარიგო) იქცა. ეს ნიშნავს, რომ გვირგვინოსანს ყოველთვის უნდა ჰყავდეს მემკვიდრე, ნახევარძმა/და, რომელსაც შეუძლია ძალაუფლების აღება უფროსის გარდაცვალების შემთხვევაში.
პრინცი ჰარი ამბობს, რომ ოჯახში მას ყოველთვის მეორეხარისხოვნად მიიჩნევდნენ და ხშირად ეუბნებოდნენ, რომ მისი დაბადების ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ თუ უილიამს რაიმე დაემართებოდა, ტახტზე მისი შემცვლელი ყოფილიყო.
პრინცი ჰარი თავის მემუარებში წერს, რომ ბავშვობაში მეფე ჩარლზი მას ჩაგრავდა. ხშირად ეხუმრებოდა წითურ თმაზე. ერთხელ კი მამამ მას ისიც კი უთხრა: „ვინ იცის, იქნებ შენ ჩემი შვილი არ ხარ და დაიანას ჯეიმს ჰიუიტისგან ეყოლეო“. პრინცესა დაიანამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მას რომანი ჰქონდა ბრიტანეთის არმიის ოფიცერთან, ჯეიმს ჰიუიტთან. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლედი დი ჯეიმსს პრინცი ჰარის დაბადებიდან 2 წლის შემდეგ შეხვდა. როგორც სასექსის ჰერცოგი იხსენებს, რომ დაიანას გარდაცვალების ამბავი მამისგან გაიგო. მემუარებში ის შემდეგ სიტყვებს წერს: „ბალმორალში ვიყავით. მეძინა. მამამ გამაღვიძა და მითხრა, რომ დაიანა მოკვდა. შოკირებული ვიყავი, თუმცა ჩარლზი არც კი ჩამხუტებია“.