პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოდელმა და ინფლუენსერმა ნეკა დოროყაშვილმა გამომწერების კითხვებს უპასუხა და მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა გაუზიარა.
კითხვის საპასუხოდ, როგორ გავუშვათ წარსული, ნეკამ ვრცელი პასუხი გამოაქვეყნა.
„სიახლე შეიტანე, დაკავდი რამე ახალი აქტივობით... კარიერაზე მეტი ფოკუსი გააკეთე. პირადი, პატარ-პატარა გამარჯვებები მოიპოვე. ყველაფერი გააკეთე, რომ ნეგატივისგან დაიცალო და აკეთე ის, რაც გსიამოვნებს, დღეში 1 საათით მაინც. პოზიტივით დაიტენე... ფიქრები აკონტროლე, ფიქრებიც კი გაითავისუფლე. ასე ნელ-ნელა მიხვდები, რომ ყოველი ახალი დღე ლამაზი და საინტერესოა. წადი სამოგზაუროდ, თუნდაც მარტო. არ შეგიშალოს ხელი არაპოზიტიურმა ადამიანებმა. მალე გაუშვებ წარსულს თუ ფიქრების კონტროლის რეჟიმში იქნები. ისწავლე შენი თავი, მეტად შეიყვარე და დაიწყე საკუთარი თავის მოფრთხილება. ძველი ნივთები, ყველაფერი, რაც წარსულთან არის კავშირში, მოიშორე, აღარ ატარო... წარსულის ენერგეტიკა მთლიანად გაატანე წყალს. დაიწყე მაშინ, სანამ არ ხარ მზად, არ გადადო. მზად რომ იქნები, შეიძლება ვერასდროს ადგე. ამიტომ დაიწყე დღეს და ახლა. დამიჯერე, მოგეწონება და იგრძნობ, რომ კარგად გახდი.“ - დაწერა ნეკა დოროყაშვლმა.