მალაიზიელმა მამაკაცმა დაკარგულ ტელეფონში მაიმუნის სელფები იპოვა

მაიმუნი

მალაიზიელი მამაკაცი ამბობს, რომ თავის დაკარგულ ტელეფონში იპოვა მაიმუნის სელფები და ვიდეოები. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, მაიმუნი მობილურის შეჭმას ცდილობდა და სურათები პროცესში სრულიად შემთხვევით გადაიღო. 

მამაკაცის თქმით, მისი ტელეფონი მაშინ მოიპარეს, როდესაც ეძინა, თუმცა, თავიდან ვერ მიხვდა ეს ვინ და როგორ მოახერხა. 

მაიმუნის ფოტოები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.