ლარი გამყარდა - რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს
1769702974
ევროკომისიამ ერთ-ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი, ჰენრიკ ჰოლოლეი, თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ მან წესები დაარღვია, - POLITICO-ს ეს ინფორმაცია სამმა ოფიციალურმა პირმა დაუდასტურა.
ესტონელი ჰოლოლეი გამოძიების ობიექტი გახდა ინტერესთა კონფლიქტის, გამჭვირვალობის, საჩუქრების მიღებისა და დოკუმენტების გამჟღავნების წესების სავარაუდო დარღვევის გამო. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტებში, რომლებიც POLITICO-ს გასულ წელს ჩაუვარდა ხელში.
„იმედგაცრუებული ვარ, თუმცა, კომისიის გადაწყვეტილებას ვეთანხმები და მიხარია, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი საბოლოოდ დასრულდა,“ - განუცხადა ჰოლოლეიმ POLITICO-ს.
გამოცემის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ჰოლოლეი ადრე ევროკომისიაში ევროკავშირის ტრანსპორტის მაღალი თანამდებობის პირი იყო, ხოლო ბოლოს, საერთაშორისო პარტნიორობის გენერალურ დირექტორატში Hors Classe, მრჩევლის პოზიციას იკავებდა.
2025 წლის 21 მარტს ჰოლოლეის აცნობეს, რომ კომისიამ მის წინააღმდეგ, შიდა დისციპლინური პროცედურა დაიწყო. გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ევროპის საზოგადოებრივმა პროკურატურამ, კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება გახსნა. ამას საფუძვლად დაედო ფრანგული გაზეთის Libération-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჰოლოლეიმ, საჩუქრების სანაცვლოდ, მსხვილი საავიაციო გარიგების შესახებ კონფიდენციალური დეტალები კატართან გაცვალა. ბრალდებები ეფუძნებოდა ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მიერ 2023 წელს ჩატარებული გამოძიების კონფიდენციალურ დასკვნებს, რომელიც POLITICO-ს მიერ გამოქვეყნებული მასალების შემდეგ დაიწყო.