„მაიკ ბისპინგი პირველად სინჯავს ხაჭაპურს...“ -  მერაბ დვალიშვილი დაბადების დღის წვეულებიდან კადრებს აქვეყნებს

ლკჯ

მერაბ დვალიშვილი, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო „ქართველ მანქანად“ (The Machine) იცნობს, 1991 წლის 10 იანვარს დაიბადა. მისი ცხოვრება შრომისმოყვარეობისა და დაუღალავი ბრძოლის საუკეთესო მაგალითია. მერაბ დვალიშვილის დებიუტი UFC-ში 2017 წელს შედგა და მას შემდეგ არაერთი წარმატება მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენი 35 წლის გახდა, იუბილე კი საქართველოში მეგობრებისა და ახლობლების წრეში აღნიშნა. საქართველოში კი სტუმრად უამრავი მსოფლიო ვარსკვლავი იყო ჩამოსული. მათ შორის საშუალო წონის ყოფილი მებრძოლი მაიკ ბისპინგი, რომელსაც მერაბ დვალიშვილმა ხაჭაპური პირველად გაასინჯა.

აღნიშნულ კადრებს სოციალურ ქსელში დვალიშვილი აქვეყნებს: „მაიკ ბისპინგი პირველად სინჯავს ხაჭაპურს“, - წერს მერაბ დვალიშვილი.