„მადლობა უფალს, რომ ასეთ პატარა ასაკში ამდენი ადამიანის სიყვარული დაიმსახურე...“ - იუბილარი ოთო ბაზერაშვილის დედის მილოცვა

ოთო ბაზერაშვილი

ოთო ბაზერაშვილი იუბილარია, 15 წლის გახდა. მომღერალს დედა, ანა დათულიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის და საჯაროდ ულოცავს.

„ოთოს გაუმარჯოს! ჩემო სიცოცხლე, გილოცავ დაბადების დღეს. შენ ხარ ჩემი ძალა და ჩემი სიამაყე  
სადაც არ უნდა იყო და რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე — შენი ოჯახი ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით,
გულით, ფიქრით და ლოცვით  მადლობა უფალს, რომ ასეთ პატარა ასაკში ამდენი ადამიანის სიყვარული დაიმსახურე — ეს დიდი შრომის, სუფთა გულის და კეთილი ბუნების შედეგია ყოველთვის დარჩი ისეთი ალალი და გულწრფელი, როგორიც ხარ… ასეთი უყვარხარ დედას — უსაზღვროდ, უპირობოდ, სამუდამოდ შენ და მაცკი ყველაზე ძვირფასები ხარ დედასთვის“, - წერს ანა დათულიშვილი.