მადა დამეკარგა, ახლა მანქანაში ვარ, მშიერი - ვინ გააღიზიანა გურამ შეროზია

guram sherozia

ბლოგერი გურამ შეროზია ერთ-ერთი აზიურ რესტორანში მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ჩანს, გურამს რესტორანში შეკვეთის მიცემა სურდა, თუმცა პერსონალი რუსული გარდა, სხვა ენაზე არ ესაუბრებოდა. 

„შევდივარ რაღაც სვეცკ აზიურ მორესტორნოში, ათასი საქმე მაქვს და გზად შევჭამ მანქანაშიმეთქი.

გამარჯობა - ვესალმები.

- ტოლკა რუსკი პანიმაიუ - მპასუხობს

- ინგლიშ?

- ნეტ

- ესპანიოლ? (არ ვნებდები) თურქჩე? (თურქული ძლივს ვიცი, მაგრამ გავაგებინებ)

- რუსკიიი

- მარგალურ? ან ქართული საერთოდ არ იცით?

- ტოლკა რუსკი - მაწყვეტინებს და უკვე ღიზიანდება...

ჩემს სამშობლოში, ჩემს ენაზე ვერ ვუკვეთავ კერძს. კი, რუსულიც კარგად ვიცი, მაგრამ ცოტა მადა დამეკარგა. ახლა მანქანაში ვარ, მშიერი“,- წერს გურამ შეროზია.