პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსში“ ვითარება ყოველდღიურად არაპროგნოზირებადია. კონკურსანტები პირველობისთვის იბრძვიან. ბრძოლის წესები კი ყველას განსხვავებული აქვს.
არის, იტრიგები, ჩხუბი, ბრალდებები... და არის სიყვარულიც და მეგობრობაც...
დეა და გურამი თავიანთ ემოციებს არ მალავენ და რიად საუბრობენ ურთიეღობაზე, ფლირტსა და მოამავალზე. დღეს სოციალურ ქსელში დეამ გურამ შეროზიას მისამართით ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
„ჩემო გურამ, ერთი წამით არ იფიქრო, რომ ოდესმე მარტო დაგტოვებ! ერთი წამით არ გაბედო ამის გაფიქრება!თითოეულმა მათგანმა რომ შეძლონ და მთელი სამყარო შენს წინააღმდეგ ნეგატიურად განაწყონ და აი ასე უსამართლოდ გვექცეოდნენ, ასე საზიზღრობებს მიქვეყნებდნენ, მანგრევდნენ და მანადგურებდნენ და ძალთა ბალანსის გარეშე რომ გვებრძოდნენ, სადაც ჩათვალე ყოველი დღე ჩვენთვის ალყის გარღვევის ტოლფასია... ამაზე ასჯერ მეტი ტკივილი რომ მომაყენონ, რაც ბოლო 4-5 დღის მანძილზე გააკეთეს და გააკეთეს დაგეგმილად, გამიზნულად...სტრატეგიულად! მინდა იცოდე, რომ მაინც შენს გვერდით დგომას ვირჩევ და ყველაფერს გავუძლებ, ყველაფერს! მე არაფრის მეშინია - რადგან ეს ჩვენი ბრძოლაა და ის მოსაგებია!“,- წერს დეა სოციალურ ქსელში.